ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტური დასრულდა, ძალზე საინტერესო მატჩებით.
„მანჩესტერ სიტიმ“ „ნაპოლის“ დამარცხება მოახერხა. ანტონიო კონტეს გუნდი „ეტიჰადზე“ 21-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, რადგან ბოლო იმედის ჯარიმისთვის ჯოვანი დი ლორენცო გააძევეს. ამით იყო გამოწვეული, რომ მანჩესტერში კევინ დე ბრუინის დაბრუნება მხოლოდ 25-წუთიანი გამოდგა, რადგან კონტემ მცველი, მატიას ოლივერა სწორედ ბელგიელის ნაცვლად ჩართო თამაშში. რა თქმა უნდა, „ეტიჰადი“ დე ბრუინს ოვაციებით შეხვდა.
„სიტი“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, „ნაპოლიმ“ კი 55 წუთის განმავლობაში გაძლო, სანაც ერლინგ ჰოლანდმა არ გაიტანა. ეს ნორვეგიელის 50-ე გოლია ჩემპიონთა ლიგაზე და ყველაზე სწრაფად მოახერხა ამ რაოდენობაზე ასვლა, რუუდ ვან ნისტელროის შედეგი გააუმჯობესა.
ჰოლანდის გოლიდან მალევე ჟერემი დოკუმ მეორე გაიტანა და მატჩს ინტრიგა მოუკლა - მანჩესტერელებმა 2:0 მოიგეს. „მანჩესტერ სიტი“ მეორე ტურში „მონაკოს“ ესტუმრება, ხოლო „ნაპოლი“ „სპორტინგს“ უმასპინძლებს.
„ბარსელონამ“ გამარჯვებით დაიწყო, თანაც, რთული გასვლითი მატჩი მოიგო „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლ იუნაიტედთან“. უგოლო ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარში გავიდა გოლები. მატჩის გმირი მარკუს რაშფორდი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და „ბარსას“ მოაგებინა. „ნიუკასლმა“ ბოლოს ენტონი გორდონის გოლით შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტი ვერ მოახერხა.
მეორე ტურში „ნიუკასლი“ „უნიონს“ ესტუმრება, ხოლო „ბარსელონა“ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს.
ფრანკფურტის „აინტრახტმა“ სტამბოლის „გალათასარაი“ 5:1 გაანადგურა. მერვე წუთზე თურქები დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ გერმანული გუნდი უდიდეს უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს 5-ჯერ გაუტანა. „აინტრახტის“ მეტოქე მეორე ტურში „ატლეტიკო“ იქნება, ხოლო „გალათასარაი“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.
„ნიუკასლი“ – „ბარსელონა“ 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 რაშფორდი (58), 0:2 რაშფორდი (67), 1:2 გორდონი (90)
„აინტრახტი“ – „გალათასარაი“ 5:1 (3:1)
გოლები: 0:1 აკგუნი (8), 1:1 სანჩესი (37, ა.გ), 2:1 უზუნი (45), 3:1 ბურკარდტი (45), 4:1 ბურკარტდი (66), 5:1 კნაუფი (75)
„მანჩესტერ სიტი“ – „ნაპოლი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ჰოლანდი (56), 2:0 დოკუ (65)