ფეხბურთი

1:53 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას საგოლე პასი საუდის არაბეთში

საუდის არაბეთის პირველი დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) მეორე ტურში „ჯედამ“ „ალ ვეჰდა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი აბურჯანიამ საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა ნახევარმცველმა მეოცე წუთზე კუთხური ჩააწოდა და ვალედ მაჰბობმა თავით გაიტანა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა მეორეც გაიტანეს და მოიგეს.

„ჯედა“ ორი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 სექტემბერს, „ალ ჯაბალაინს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.183558