ფეხბურთი

10:35 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე დე ბრუინის შეცვლაზე: "ზოგჯერ ბედისწერა ასეთია, ვწუხვარ, რომ თამაშის სიამოვნება წავართვი"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (0:2) შემდეგ განმარტა, თუ რატომ შეცვალა კევინ დე ბრუინი.

ეს ცვლილება რა თქმა უნდა, ჯოვანი დი ლორენცოს წითელი ბარათით იყო გამოწვეული, მაგრამ რატომ მაინცდამაინც დე ბრუინი? კონტემ თქვა, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა:

„ზოგჯერ ეშმაკი კუდს გამოყოფს, ბედისწერა ხანდახან ცოტა სასტიკია. გასულ სეზონში წითელი ბარათები არ გვქონდა, რაც გუნდში ვარ, მხოლოდ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, მაგრამ ახლა, როდესაც დე ბრუინი მანჩესტერში დაბრუნდა, 20 წუთში წითელი ბარათი მივიღეთ. ეს ერთადერთი იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო, სხვა არჩევანი არ მქონდა. ვწუხვარ, რადგან თავის ძველ სტადიონზე და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მთელი მატჩის თამაშის სიამოვნება წავართვი. მან გაიგო ჩემი გადაწყვეტილება, ის სერიოზული და კარგი ბიჭია. ზოგჯერ ბედი წარმოუდგენელ სიტუაციებს გიმზადებს. სრულიად განსხვავებულ რამეზე ვფიქრობდი, არასდროს მიფიქრია ტაქტიკის შეცვლაზე და დე ბრუინის ნაცვლად მცველის შეყვანაზე“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი ანტონიო კონტემ 26-ე წუთზე შეცვალა და თამაშში მარცხენა მცველი მატიას ოლივერა ჩართო. „ნაპოლის“ მწვრთნელს ამ ცვლილების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც 21-ე წუთზე ჯოვანი დი ლორენცო გააძევეს.

„ეტიჰად სთედიუმი“ კევინ დე ბრუინს ოვაციებით დახვდა და როდესაც ის მოედნიდან გადიოდა, ტაში დაუკრეს. ტრიბუნებიდან ისმოდა სიმღერებიც, რომლებიც ბელგიელს ეძღვნებოდა. კაცნაკლული "ნაპოლი" "მანჩესტერ სიტისთან" 0:2 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093104