„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ნაპოლისთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან ანტონიო კონტე შეაქო, ხოლო ასევე ისაუბრა კევინ დე ბრუინზე და აღნიშნა, რომ ბელგიელმა „მანჩესტერ სიტის“ ფანებისგან დიდი სიყვარული იგრძნო:
„ანტონიოს გუნდებს აქვთ გამძლეობა, რომ თავი კარგად დაიცვან, მე ამას ვერ მოვახერხებდი, ჩემი გუნდი თუ 10 კაცით დარჩება, არ შეუძლია ისეთი თამაში აჩვენოს დაცვაში, როგორიც „ნაპოლიმ“ აჩვენა. ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ. 10-კაციანი მეტოქის წინააღმდეგ მოსაწყენი ფეხბურთი არ გვითამაშია, გოლის გატანა გვინდოდა. მილინკოვიჩ-სავიჩი პირველ ტაიმში საოცარი იყო, მაგრამ როგორც კი ანგარიში გავხსენით, უფრო ადვილი გახდა. ზუსტად ვიცით, როგორი გუნდის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ. მოგებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.
ერლინგი დიდ თავდაჯერებას გვაძლევს. ვიცით, რომ მისთვის ადვილი არაა, რადგან მის გარშემო უამრავი ფეხბურთელია. კარგად დავიწყეთ, ვულოცავ ბიჭებს, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს.
დე ბრუინმა, რაც ჩვენთვის 10 წლის განმავლობაში გააკეთა, ვერ გაიგებთ. ყველა ტიტული, რაც მოვიგეთ, მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი და გულშემატკივრების სიყვარული მის მიმართ დღეს აშკარა იყო. სამწუხაროა, რომ ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება „ნაპოლის“ 10 კაცით დარჩენის გამო, მაგრამ დამწუნებული ვარ, რომ მან ყველა ჩვენგანისგან სიყვარული იგრძნო“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ 10-კაციანი „ნაპოლი“ მეორე ტაიმში გატეხა და ერლინგ ჰოლანდისა და ჟერემი დოკუს გოლებით 2:0 გაიმარჯვა.