„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ერლინგ ჰოლანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა - ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა.
ნორვეგიელ ფეხბურთელს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 50 გოლის გასატანად სულ რაღაც 49 მატჩის ჩატარება დასჭირდა. მან 50-ე გოლი „ნაპოლის“ გაუტანა.
აქამდე, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 50 გოლის გასატანად ყველაზე ცოტა მატჩის ჩატარება რუუდ ვან ნისტელროის დასჭირდა, რომელმაც 50 ბურთის გატანას 62 თამაში მოანდომა.
ჰოლანდს იგივე შედეგისთვის 13 მატჩით ნაკლების ჩატარებას დასჭირდა.