62 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ოფიციალურად ლისაბონის "ბენფიკას" მწვრთნელია, აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიურმა კლუბმა დაადასტურა.
მოურინიომ "ბენფიკაში" დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა, მისი თქმით "ფენერბახჩეში" მუშაობა შეცდომა იყო.
"შეცდომა დავუშვი, როდესაც "ფენერბახჩეში" მუშაობას დავთანხმდი, ეს არ იყო ჩემი არც კულტურული და არც საფეხბურთო დონე. რა თქმა უნდა, იქ მუშაობის პერიოდში ბოლომდე ვიხარჯებოდი და გათავისუფლებასაც განვიცდიდი. "ბენფიკაში" დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ, კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს გავწვრთნი. ეს ყველაფერი ჩემთვის იდეალური კონტექსტია." - განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ბოლოს „ფენერბჰჩეში“ მუშაობდა, საიდანაც სამი კვირის წინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „ბენფიკასთან“ წაგების გამო დაითხოვეს. ჟოზეს კარიერა 2000 წელს სწორედ „ბენფიკადან“ დაიწყო, თუმცა, წარმატებებს სხვა კლუბებში მიაღწია: „უნიონ ლეირია“, „პორტუ“, „ჩელსი“, „ინტერი“, „რეალი“, „მანჩესტერი“, „ტოტენჰემი“ და „რომა“, სადაც მას ასევე უმუშავია.
„ბენფიკადან“ ორი დღის წინ ბრუნო ლაჟი დაითხოვეს „ყარაბაღთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის გამო.