ფეხბურთი

11:24 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "მარკუსის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, ეს გოლები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კატალონიის "ბარსელონამ" სტუმრად "ნიუკასლი" 2:1 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მარკუს რაშფორდი შეაქო.

"გამარჯვებით ძალიან გახარებულები ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია სეზონის გამარჯვებით დაწყება და ჩვენ ეს შევძელით. ვნახეთ, თუ როგორი ატმოსფერო იყო მთელი მატჩის განმავლობაში სტადიონზე. ველოდით, რომ "ნიუკასლი" ასეთი ინტენსივობით ითამაშებდა და ამისთვის მზად ვიყავით, გვჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და საბოლოოდ მიზანსაც მივაღწიეთ.

"რაშფორდის თამაში? ის მოედანზე საუკეთესო იყო, მე მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მახსოვს ზაფხულში დეკუს დავურეკე და მისი ყიდვა მოვთხოვე, რადგან ვიცოდი თუ რა შეეძლო მას, მსგავსი მოთამაშის ყოლა გუნდში მნიშვნელოვანია. მოედანზე გამორჩეული იყო და მის გამო ბედნიერი ვარ, ეს გოლები მარკუსისთვის მნიშვნელოვანი იყო, რათა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნოს და განვითარება გააგრძელოს." განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ მარკუს რაშფორდი "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. ინგლისელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში თავი 2 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "პარი სენ-ჟერმენს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095392