ფეხბურთი

13:20 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "ჩვენ მხოლოდ პირველი ტაიმი მოვიგეთ, სლოვაკეთში რთული თამაში გველოდება"

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პლეი-ოფის პირველი მატჩი სლოვაკეთის წინააღმდეგ 4:1 მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა და შეხვედრა შეაფასა.

"რთული თამაში იყო და ჩვენ ამას ველოდებოდით. მოხარული ვარ, რომ გუნდს ეტყობოდა ის დავალებები რაც მივეცი ყველაფერი იდეალურად შეასრულეს და შედეგიც სახეზეა. მინდა ამ ყველაფრისთვის ჩემს მოთამაშეებს მადლობა გადავუხადო. ამასთან ერთად, უნდა გამოვყო გულშემატკივარი ფაქტორი. ასეთ გარემოში არ მეგულება არცერთი ნაკრები, რომელიც შინ დაგვამარცხებს. ჩატვალეთ, რომ დღეს მხოლოდ პირველი ტაიმი მოვიგეთ, რადგან ანგარიშის მიუხედავად სლოვაკეთში ძალიან რთული მატჩი გველოდება. დღევანდელი გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა საქმე ბოლომდეა მისყვანი და ყველაფერი შემდეგ მატჩში გამოჩნდება." - განაცხადა ასათიანმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი სლოვაკეთში 23 სექტემბერს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონტზე გავა, რომელიც 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.127031