ფეხბურთი

14:07 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰონ-მინ სონის პირველი ჰეთ-თრიკი MLS-ში

MLS-ის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ლოს ანჯელესმა" სტუმრად "რეალ სლოტ ლეიკი" დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ჰეთ-თრიკი შეასრულა ჰონ-მინ სონმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს.

33 წლის სამხრეთკორეელი ფეხბურთელი "ლოს ანჯელესში" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავიდა და მის სანაცვლოდ "ტოტენჰემმა" 22.5 მილიონი ევრო მიიღო. სონმა ახალ კლუბში 6 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

"ლოს ანჯელესი" 28 მატჩის შემდეგ 47 ქულას აგროვებს და დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09626