სხვა

14:42 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

Adjarabet Arena-მ  უმასპინძლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საფეხბურთო ჟურნალისტს — ფაბრიციო რომანოს

ღონისძიება გაიმართა Sports Orient-ისა და აჭარაბეთ არენას ორგანიზებით და მასში მონაწილეობა მიიღეს ქართული სპორტული მედიის, საფეხბურთო საზოგადოების და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა.

ფაბრიციო რომანო მსოფლიოში ცნობილია როგორც სანდო და ზუსტი ინფორმაციის მქონე ტრანსფერის ინსაიდერი. მისი ფრაზა "Here we go!" უკვე წლებია გახდა სატრანსფერო ფანჯრის მთავარი სიმბოლო.

32 წლის იტალიელი ჟურნალისტის ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებული მოვლენაა როგორც სპორტული მედიის, ისე ფეხბურთის მოყვარულებისთვის.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა ჟურნალისტმა ისაუბრა ინფორმაციის მოძიებისა და გავრცელების მისეულ ტექნიკაზე, როგორ აყალიბებს ურთიერთობებს საფეხბურთო კლუბებთან, მენეჯერებთან და ფეხბურთელებთან.

ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იცვლება ინფორმაციის გავრცელების გზები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად და რა მნიშვნელობა აქვს გადამოწმებული ამბების გავრცელებას, სანდოობის მოპოვების პროცესში.

ჩემთვის დიდი პატივია პირველად ვიყო საქართველოში და ვხვდებოდე ამდენ ინტერესიან და პროფესიონალ ადამიანს. ქართველი ფეხბურთელები სულ უფრო ხშირად ხვდებიან საერთაშორისო მედიაშიდა ეს მხოლოდ დასაწყისია," — განაცხადა რომანომ.

Adjarabet Arena- მიზანია ქართული სპორტული მედიის გაძლიერება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართული სპორტული მედიისთვის და კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს სპორტული სივრცის საერთაშორისო ინტეგრაციისკენ.

®

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100499