ფეხბურთი

14:53 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დარენ ბენტი: "მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ის ჯერ 24 წლისაა და მხოლოდ წინ წავა"

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დარენ ბენტმა talkSPORT-თან ინტერვიუს დროს "ლივერპულის" შემადგენლობაზე ისაუბრა, სადაც კომენტარი გიორგი მამარდაშვილზეც გააკეთა. მისი აზრით, გიორგი კარგი მეკარეა და მხოლოდ წინ წავა.

"როდესაც "ლივერპულის" შემადგენლობის სიღრმეზეა საუბარი, მათ ჰყავთ გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა. მისი თამაშები მინახავს, ის ჯერ 24 წლისაა და მხოლოდ წინ წავა." - განაცხადა ბენტიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა, ქართველმა პრესეზონზე გამართულ ამხანაგურ თამაშებში კი ითამაშა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებში ჯერ შანსი არ მისცემია.

"ლივერპულმა" ახალ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 6 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანში "მერსესაიდელთა" კარს ალისონ ბეკერი იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091112