"პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერება სურს და ამისთვის "ბარსელონას" ფეხბურთელის დანი ოლმოს ვარიანტი ძალიან მოსწონს.
როგორც ფრანგული გამოცემები იტყობინებიან, ენრიკემ აღნიშნული ტრანსფერზე კლუბის პრეზიდენტს უკვე ესაუბრა და ისინი ოლმოს დამატებას იანვარში ეცდებიან. ლუის ენრიკეს ოლმოსთან ერთად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უმუშავია, მას ძალიან კარგად იცნობს და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
კლუბის შეცვლის წინააღმდეგი დიდი ალბათობით არც დანი ოლმო იქნება წინააღმდეგი, რადგან ესპანელ ფეხბურთელი ახალ სეზონში სათამაშო დროის სიმწირეს განიცდის. ოლმომ ყველა ტურნირზე 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.