"ბარსელონას" ფეხბურთელმა მარკუს რაშფორდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნიუკასლთან" მოგებული (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, "ბარსაში" თავს ძალიან კარგად გრძნობს და უნდა აქ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს.
"კარგი თამაში გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ ჩემი გოლებით გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. "ბარსელონაში" თავს კარგად ვგრძნობ და მინდა, რომ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. ფლიკთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ბუნებრივია ახალ ქვეყანასთან და ქალაქთან ადაპტაციას დრო სჭირდება, თუმცა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ვაგრძელებ შრომას, რათა უფრო უკეთესი გავხდე. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, სადაც უამრავი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. მიზანი წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ." - განაცხადა რაშფორდმა.
მარკუს რაშფორდმა "ნიუკასლთან" ორი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ინგლისელი ფეხბურთელი "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იჯარის წესიტ შეუერთდა, რომლის დასრულების შემდეგ კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.