ფეხბურთი

17:27 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" ფეხბურთელი: "მიხარია, რომ დავითაშვილი გუნდში დარჩა"

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა მაქსიმ ბერნომ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი დარჩენით ბედნიერია.

„ჩვენ გვესმის გარკვეული საკითხები, ყველას სიტუაცია განსხვავებულია და საკუთარ თავს ჩვენი თანაგუნდელების ადგილას წარმოვიდგენთ. როდესაც დიდი კლუბები, დიდ ლიგებში, შენსკენ მიისწრაფვიან, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ. ახლა ყველაფერი დასრულდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთი მიმართულებით, ერთი პროექტის გარშემო მოძრაობდეს. მენეჯმენტმა არჩევანი გააკეთა, რომელიც საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. პირადად მე, მოხარული ვარ, რომ ლუკასი (სტასინი) და ზუკა (ზურიკო დავითაშვილი) დარჩნენ, ისინი ამ გუნდს ხარისხს მატებენ.

ატმოსფერო არ შეცვლილა, მიზანია სწორ რიტმში დაბრუნება. ფეხბურთელები, რომლებიც ამ ზაფხულს უნდა წასულიყვნენ, დარჩნენ და მათ იციან, რომ აქ ყველას სეზონის ბოლოს ჩემპიონობა სურს“, - თქვა ბერნომ.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი გაიტანა. მას „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093816