ლონდონის „ჩელსიში“ რაჰიმ სტერლინგსა და აქსელ დისასის მომავალი არ აქვთ - ორივე ფეხბურთელი გუნდს ჩამოცილებულია და ინდივიდუალურად ვარჯიშობენ.
მათთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ უპასუხა, რომ ეს არ არის სირთულე ცხოვრებაში და მაგალითიც მოიყვანა:
„არა მხოლოდ „ჩელსიში“, მსოფლიოს ყველა კლუბში ხდება. როდესაც რაღაც მიზეზებით ფეხბურთელი და კლუბი ვერ თანხმდებიან, სპორტსმენს ეძლევა ვარჯიშის საშუალება, მაგრამ თუ გუნდის ნაწილი არაა.
მამაჩემი 75 წლისაა და 50 წელი მეთევზე იყო, 12 საათის განმავლობაში მუშაობდა, ესაა რთული და არა დისასის და სტერლინგის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მათთვის სასიამოვნო სიტუაცია არაა, მაგრამ ასეთი სიტუაციაა. კლუბი მათ ისევ აძლევს სწორად მუშაობის საშუალებას, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, - აღნიშნა მარესკამ.









