ჭიდაობა

19:10 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

შავაძე ნახევარფინალში დამარცხდა: ორი ბრინჯაოს შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც დღეს სამმა ქართველმა იჭიდავა.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან შავაძემ ჩინელი ჰაუნგშენ ვუ (9:0) და თურქი ენეს ბაშარი (10:0) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ყაზახ აიდოს სულტანგალისთან 2:9 წააგო და ხვალ ქართველი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალურ შეხვედრას დასრულებამდე 30 წამით ადრე იგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ბევრი ქულა აიღო.

97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ ყაზახი რახატ ბერჟანოვი (7:2) და ამერიკელი რიჩარდ კარელსონი (9:0) დაამარცხა, მეოთხედფინალში ირანელ მოჰამადჰადი სარავისთან დამარცხდა (1:1), რომელიც ფინალში გავიდა და მელიას რეპეშაჟიდან ბრინჯაოს შანსი ექნება.

72 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა იური ლომაძემ, რომელიც თურქ სელჩუკ ჯანთან 1:3 დამარცხდა.

20 სექტემბერს, კიდევ სამი მოჭიდავე ჩაერთვება ბრძოლაში: ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098698