ფეხბურთი

20:15 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაკაზეტი: "იმედია, მიქაუტაძე "ვილიარეალში" დიდ წარმატებებს მიაღწევს და შემდეგ დაბრუნდება"

ვეტერანმა თავდამსხმელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომელიც კარიერას საუდის არაბეთში აგრძელებს, გიორგი მიქაუტაძე შეაქო.

ლაკაზეტმა ის იგულისხმა, რომ გიორგი დათანხმდა მშობლიური კლუბიდან წასვლას, რათა მისი ტრანსფერიდან მიღებული თანხით „ლიონს“ ფინანსური პრობლემები (ნაწილი მაინც) მოეგვარებინა.

„რაც მან გააკეთა, ძალიან ძლიერი ჟესტია. იმედი მაქვს, რომ „ვილიარეალში“ დიდ წარმატებებს მიაღწევს და მომავალში ლიონში“ დაბრუნდება“, - ციტირებს ლაკაზეტის სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტმა და მიქაუტაძემ გასულ სეზონში „ლიონში“ ერთად ითამაშეს. ქართველმა ფორვარდმა „ლომების“ მაისურით 49 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ბონუსების ჩათვლით მისი ტრანსფერის ფასმა 36 მილიონი ევრო შეადგინა, რითაც „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093564