ჭიდაობა

21:45 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გელა ბოლქვაძის ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე ვერცხლს დაეუფლა და საქართველოს მეორე მედალი მოუტანა.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ უკრაინელ რუსლან აბდიევს (6:1), რუს ადლეტ ტიულიუბაევს (5:4) და იაპონელ ტაიზო იოშიდას (8:5) აჯობა. ფინალში მისი მეტოქე ირანელი ღოლამრეზა ჯავად ფაროხისენჯანი იყო, რომელთანაც მარცხი განიცადა (0:4).

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა. იქამდე, ოქროს მედალს 18 წლის ვახტანგ ლოლუა დაეუფლა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე იასპარეზა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა.

20 სექტემბერს, კიდევ სამი მოჭიდავე ჩაერთვება ბრძოლაში: ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და ლაშა გობაძე (87 კგ), ხოლო ამირან შავაძე (60 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093453