საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის „დილამ“ სტუმრად წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
დიეგო ლონგოს გუნდი პირველივე წუთზე არუნა უატარას გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე პენალტით გიორგი ფანცულაიამ უპასუხა. თუმცა, გორელებმა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს, რომელიც სირილ ედუძის აქტივშია.
„დილამ“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ეროვნულ ლიგას 53 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი „კოლხეთს“ შეხვდება. „სამგურალი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და 23 ქულით მეშვიდეა, ხოლო მომდევნო მატჩს „დინამო ბათუმთან“ გამართავს.
„სამგურალი“ – „დილა“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 უატარა (1), 1:1 ფანცულაია (15, პენ), 1:2 ედუძი (80)









