ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები უეფას ვერსიით ცნობილია, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა.
ქართველმა ფეხბურთელმა „ატალანტასთან“ შესანიშნავად ითამაშა, მატჩის MVP გახდა, გოლიც გაიტანა, მაგრამ სიმბოლურში მოსახვედრად ეს არ ეყო. პირველი ტურის საუკეთესო თერთმეტეული ასეთია:
მეკარე: ხერონიმო რული (მარსელი)
მცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), დერეკ ლუკასენი (პაფოსი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), იუსუფა მბოჯი (სლავია)
ნახევარმცველები: ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), პედრო ბიკალიო (ყარაბაღი), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე), მარკუს რაშფორდი (ბარსელონა)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), მარკუს ტურამი (ინტერი)









