ფეხბურთი

23:59 | 19.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტი: "მოურინიო ჩვენთვის შეცდომა იყო, ყველა ფეხბურთელმა მის ხელში მოუკლო"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტმა ალი კოჩმა ჟოზე მოურინიოს უპასუხა. პორტუგალიელმა თქვა, რომ „ფენერბაჰჩე“ მისი დონის არ იყო და თურქულ კლუბში მუშაობა მისი შეცდომაა.

„ფენერის“ პრეზიდენტიც ფიქრობს, რომ მისი კლუბისთვის მოურინიოსთან თანამშრომლობა შეცდომა იყო:

„მოურინიოს წასვლა ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო. ის ოჯახის წევრივით იყო. მოურინიომ თქვა, რომ „ფენერბაჰჩეში“ მოსვლა შეცდომა იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს ორივე მხარისთვის არასწორი გადაწყვეტილება იყო. მან თქვა, რომ ახლა ის მისი კალიბრის გუნდს შეუერთდა, რაც დადებითია. მას მაინც თბილად გავიხსენებ.

ჩვენი ყველა მოთამაშე, ვინც 99-ქულიან სეზონში ბრწყინავდა, მისი მოსვლის შემდეგ რეგრესს განიცდიდა. ეს მასაც ვუთხარი. მისი კალიბრის მწვრთნელი ასეთი განცხადებებით საკუთარ თავს ამცირებს. მან ჩემპიონთა ლიგიდან ჩვენი გავარდნა ერთ ერთ მოთამაშეს მიაწერა და შემდეგ, ბედის ირონიით, სწორედ ამ მოთამაშემ გადაწყვიტა მატჩის ბედი“, - თქვა კოჩმა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ ლისაბონის „ბენფიკაში“ დანიშნეს და პორტუგალიურ კლუბთან მან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099025