„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, პრემიერლიგის ჩემპიონი ვინც არ უნდა გახდეს, ეს ფულის დამსახურება იქნება და არა მწვრთნელის და ფეხბურთელების.
საქმე ისაა, რომ „სიტის“ ჩემპიონობას წარსულში ფული ხარჯვას აწერდნენ, ამიტომაც, პეპმა ახლა ირონიულად ილაპარაკა და თუ „არსენალი“ ან „ლივერპული“ ტიტულს მოიგებს, გამოდის, რომ მათ ბევრი ფული დახარჯეს.
„მინდა ვუთხრა ჩემს მეგობარს, მიკელ არტეტას, რომ თუ ის ტიტულს მოიგებს, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდება, რომ მან დახარჯა და არა იმიტომ, რომ ბევრი იშრომა ან იმიტომ, რომ მისმა ფეხბურთელებმა საქმე კარგად გააკეთეს. იგივე იქნება „ლივერპულისთვისაც“: თუ სლოტი კვლავ მოიგებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ მისმა კლუბმა ბევრი ფული დახარჯა.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ მხოლოდ „მანჩესტერ სიტი“ არ ხარჯავს, არა? ეს მათაც ეხება. მრავალი წლის განმავლობაში კლუბებს შეეძლოთ იმის გაკეთება, რაც სურდათ. ისინი იმდენს ხარჯავდნენ, რამდენიც სურდათ და ეს ნორმალურია. არტეტა შესანიშნავი მწვრთნელია და მისი გუნდი ბოლო ოთხი ან ხუთი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში გაძლიერდა. „არსენალი“ ახლა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა“, - თქვა გვარდიოლამ.