„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია Whoscored-ის ვერსიით ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლურში დაასახელეს.
უეფასგან განსხვავებით, რომლის სიმბოლურში ქართველი არაა, სტატისტიკის ვებგვერდმა ხვიჩას თამაში 9.04 ქულით შეაფასა და 11-ეულში შეიყვანა.
მეკარე: ხერონიმო რული (მარსელი)
მცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ნუნუ მენდეში (პსჟ)
ნახევარმცველები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ჰანს ვანაკენი (ბრიუგე), ლუკაშ პროვოდი (სლავია)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი), კილიან მბაპე (რეალი)
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ "ატალანტა" 4:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.