ზინედინ ზიდანის შვილმა ალჟირის მოქალაქეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ალჟირის ნაკრებში თამაში შეუძლია.
ფიფამ უკვე მწვანე შუქი აუნთო ამას, ამრიგად, უახლოეს სანაკრებო შეკრებზე, შესაძლოა, 27 წლის მეკარე ალჟირის ნაკრებში გამოიძახონ.
ლუკა ზიდანს საფრანგეთის 16, 17, 18, 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. საკლუბო კარიერაში ის „რეალის“, „რასინგის“, „რაიო ვალეკანოს“ და „ეიბარის“ ღირსებას იცავდა, 2024 წლიდან კი, „გრანადას“ კარს იცავს.









