ჭიდაობა

10:27 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ლოლუა: "ამ ქამარს წურწუმიას საფლავზე ავიტან, რათა მისმა სულმა იქ გაიხაროს"

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ ვახტანგ ლოლუამ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველ რასაც გააკეთებს, საჩემპიონო ქამარს ნუგზარ წურწუმიას საფლავზე აიტანს, რომელიც ამავე წონაში გამოდიოდა...

„ძალიან გახარებული ვარ, შრომა დამიფასდა. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ფედერაციას და ჭიდაობის გულშემატკივრებს. ძალიან კარგი სპორტსმენი დავამარცხე ფინალში, რომელმაც მანამდე აზიზლის მოუგო. ძალიან რთული იყო, რადგან გადამწყვეტ ბრძოლში ყველაფერი უნდა ჩადო. ვიცი, რომ ბევრი ელოდებოდა ჩემს ფინალს და წაგების უფლება არ მქონდა. მომავალში კიდევ ვეცდები, შრომას არ დავაკლებ. საქართველოში რომ ჩავალ, პირველ რიგში, ამ მედალს და ქამარს ნუგზარ წურწუმიას საფლავზე ავიტან, რათა მისმა სულმა იქ გაიხაროს“, - თქვა ლოლუამ.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ლოლუას 18 წლის ასაკში უკვე მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დროისთვის საქართველოს აქტივში თითო ოქრო-ვერცხლის მედალია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170847