ჭიდაობა

11:40 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გელა ბოლქვაძე: "ეს მარტო ჩემი შედეგი არაა, ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა"

ქართველმა მოჭიდავემ გელა ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„მადლობა თითოეულ მათგანს, ვინც ამ შედეგში წვლილი შეიტანა, ფედერაციას, ექიმებს, მწვრთნელებს, გუნდის წევრებს, ეს მარტო ჩემი შედეგი არაა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. კმაყოფილი ვარ. უკეთესიც შეიძლებოდა, აქ ოქროსთვის ვიყავი ჩამოსული, შანსიც იყო, მცირედი დამაკლდა, რასაც სამომავლოდ გამოვასწორებთ. მინდა, მივულოცო ვახოს ოქროს მედალი და მომავალში წარმატებები ვუსურვო“, - თქვა ბოლქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს მონაგარი ამ დროისთვის თითო ოქრო-ვერცხლის მედალია, რომლებიც შესაბამისად, ვახტანგ ლოლუამ და გელა ბოლქვაძემ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091984