სხვა

13:00 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში უნიკალური შედეგი დაფიქსირდა

ისტორიული წარმატება ბათუმში. WTT Contender Batumi 2025-ზე საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში უნიკალური შედეგი დაფიქსირდა – ანასტასია ჩხარტიშვილმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელმა მაგიდის ჩოგბურთში მაღალ დონეზე (U17 ასაკში), საერთაშორისო არენაზე, საპრიზო ადგილი დაიკავა.

საქართველო და კონკრეტულად ბათუმი საერთაშორისო შეჯიბრებას 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს, სადაც 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი გამოდის. ტურნირი 21 სექტემბერს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097936