ძიუდო

13:41 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ჩიკოიძე ევროპის ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარა ძიუდოში რევაზ ჩიკოიძემ ჩემპიონობა იზეიმა. J2 +95 კილოგრამ კატეგორიაში ქართველმა სპორტმენმა წრიულ შეხვედრაში ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე მესამე ოქროს მედალია. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონები ლევან გუგავა და გიორგი ქალდანი გახდნენ.

საერთო ჯამში კი ქართველების ანგარიშზე 6 მედალია - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158481