ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში, ჩენდუს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი დაამარცხა.
პირველ სეტში ბასილაშვილი პრაქტიკულად უშეცდომო იყო, მეორე კი ტაიბრეიკზე მოიგო და საბოლოოდ, 6:2, 7:6 გაიმარჯვა. შეხვედრა საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზს 14 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მეტოქეს 10 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა.
ბასილაშვილი მეოთხედფინალში იტალიელ ლორენცო მუზეტის შეხვდება, მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება.









