ჭიდაობა

16:29 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მელია ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, სამი ქართველი პირველ წრეში დამარცხდა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, გიორგი მელიამ ბრინჯოსთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა, ხოლო სამი ქართველი შეჯიბრებაში წარუმატებლად ჩაერთო.

97 კგ წონით კატეგორიაში მელიამ რეპეშაჟში ინდიელო ნიტეშ ნიტეში 5:4 დაამარცხა და საღამოს მედლისთვის კირილ მასკევიჩს დაუპირისპირდება. გარდა ამისა, ბრინჯაოსთვის იჭიდავებს ამირან შავაძე (63 კგ), რომელმაც გუშინ ნახევარფინალი წააგო და დღეს მედლისთვის ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელ სე უნ რის შეხვდება.

დღესვე, ასპარეზობა დაიწყო სამმა ქართველმა მოჭიდავემ, მაგრამ სამივემ წარუმატებლად. ლერი აბულაძე (63 კგ) პირველ წრეში რუს სერგეი ემელინთან დამარცხდა (1:1), თავის მხრივ, ფინალში ემელინი ვერ გავიდა და ლერიც რეპეშაჟში ვერ გადავიდა.

ჯონი ხეცურიანი (67 კგ) რუს დანიალ აგაევთან ვერაფერს გახდა (2:5). აგაიევი ფინალში ვერ გავიდა და ხეცურიანმაც ბრინჯაოს შანსი დაკარგა.

ლაშა გობაძე (87 კგ) ყაზახ ისლამ იევლოიევთან დამარცხდა (1:6). ყაზახი ფინალში ვერ გავიდა და ლაშაც მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ვახტანგ ლოლუამ ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო გელა ბოლქვაძის მონაგარი ვერცხლის მედალია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097448