ფეხბურთი

17:30 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "ევერტონს" დერბიში აჯობა და უდანაკარგოა

ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში „ლივერპულმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

„წითლებმა“ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყეს და ნახევარ საათში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიში რაიან გრავენბერხმა გახსნა, ხოლო შემდეგ უგო ეკიტიკემ სხვაობა გააორმაგა.

„ევერტონმა“ გაიბრძოლა: მეორე ტაიმში იდრისა განა გეიემ შეამცირა სხვაობა, მაგრამ დევიდ მოიესის გუნდმა მეტი ვერ მოახერხა და „ლივერპულმა“ 2:1 მოიგო.

გიორგი მამარდაშვილი ისევ სათადარიგო სკამზე დარჩა, მისი დებიუტი შესაძლოა მომდევნო მატჩში შედგეს, 23 სექტემბერს ლიგის თასზე „საუთჰემპტონთან“.

„ლივერპული“ 5 ტურის შემდეგ 15 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას, ხოლო „ევერტონის“ მონაგარი ჯერჯერობით 7 ქულაა.

„ლივერპული“ – „ევერტონი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 გრავენბერხი (10), 2:0 ეკიტიკე (29), 2:1 განა გეიე (58)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089877