„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მარსელთან“ მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა.
როგორც ესპანელმა აღნიშნა, ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომაც, სურს, რომ მისმა გუნდმა თავიდანვე მოახერხოს წნეხის დაძლევა, რომელიც ამ მატჩს ახლავს.
„ატალანტასთან“ მატჩის ანალიზის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სრულყოფილი თამაში იყო. მოვახერხეთ მაღალი ზეწოლის დაძლევა, მთელი დროის განმავლობაში 1-3-ის წინააღმდეგ, რაც ყოველთვის რთულია, რადგან ბურთის კონტროლი გიწევს. ძალიან კარგი მატჩი ვითამაშეთ. შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა, რადგან აშკარა მომენტები შევქმენით. კმაყოფილი ვარ. ეს ძალიან მაღალი დონე იყო და ჩვენი გულშემატკივრების მოლოდინები გავამართლეთ.
„მარსელთან“ თამაში? როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი დგება, ყველა ნერვიულობს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და ამ ტიპის მატჩებში გამოცდილების მქონე ადამიანისთვის, უფრო მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, ვიდრე ძალიან აღელვებულად ყოფნა. დღეს შევძელით ჩვენი გულშემატკივრების ენერგიის მიღება, ეს შესანიშნავი იყო, ვიცით ამ მატჩის მნიშვნელობა და ორ კლუბს შორის მეტოქეობა. ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა.
არ ვიცი, გაიზარდა თუ არა სხვაობა ამ ორ კლუბს შორის. ერთი საფეხბურთო მატჩი, განსაკუთრებით სტუმრად, რთულია. მატჩში სხვადასხვა გარემოება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მშვიდად ვართ, გვინდა, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და ვეცდებით, მათზე უკეთესები ვიყოთ. ძნელი სათქმელია, რა დონის გუნდია „მარსელი“, როდესაც ეს სეზონის მხოლოდ მეხუთე მატჩია.
ზეწოლა ყველა მწვრთნელზე, მოთამაშეზეა... ეს განსხვავებული მატჩებია, მატჩები, რომელთა თამაშიც გვიყვარს. ვინც არ უნდა იყოს ფავორიტი, მატჩისთვის ჩვეულებისამებრ უნდა მოვემზადოთ. ყველა მატჩი რთულია, განსაკუთრებით სტუმრად, მაგრამ ამას შევეჩვიეთ, ვიცით, როგორ მოვემზადოთ ამ ტიპის მატჩისთვის და პირველივე წუთებში გვინდა, რომ ეს ზეწოლა დავძლიოთ. ჩემს გუნდს და მეც, უყვარს სტუმრად თამაში, მოგვწონს, როცა სტადიონს ვაჩუმებთ და სტუმრდ ჩვენი ფანების ხმა უფრო მეტად გვესმის.
ჩვენი მენტალიტეტით, გუნდი ნებისმიერ ინდივიდუალურ მოთამაშეზე მეტია. სწორედ ეს ნიშნავს ნამდვილი გუნდი იყო. ახლა და გასულ სეზონში, ჩვენ გუნდურად ეს ხასიათი, ეს დნმ გამოვავლინეთ და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენს გულშემატკივრებს უყვართ.
„არაფერ განსაკუთრებულს არ ველი, უბრალოდ ეს სიმღერა მაქვს გონებაში - უსმან „ოქროს ბურთი“, უსმან „ოქროს ბურთი“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „მარსელისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.