ფეხბურთი

19:00 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მეორე მოგება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის 25-ე ტურში მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად ფოთის „კოლხეთს“ აჯობა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, მეორე ტაიმს მსაჯმა 18 წუთიც კი დაამატა. „კოლხეთი“ ორჯერ იგებდა: პირველი ტაიმი დავით ფაღავას გოლით მოიგო, მეორე ნახევარში მოჰამედ შერიფმა გაათანაბრა, რასაც ნიკა კაპანაძემ უპასუხა და დავით კვირკველიას გუნდი მეორედ დაწინაურდა.

თუმცა, „კოლხეთმა“ ბოლო წუთებში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ბიორნ იონსენმა 87-ე და 91-ე წუთებზე ორი პენალტით დუბლი შეასრულა, ხოლო მეცხრე კომპენსირებულ წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - ქუთაისელებმა 4:2 მოიგეს.

„ტორპედომ“ 39 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ ეთამაშება, „კოლხეთი“ კი 18 ქულით ბოლო საფეხურზეა და წინ „დილასთან“ მატჩი ელოდება.

„კოლხეთი“ – „ტორპედო 2:4 (1:0)

გოლები: 1:0 ფაღავა (41), 1:1 შერიფი (53), 2:1 კაპანაძე (69), 2:2 იონსენი (87, პენ), 2:3 იონსენი (91, პენ), 2:4 მამუჩაშვილი (99)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091768