სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:30 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილის შესანიშნავი თამაში: "ჰამბურგმა" ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" დაამარცხა

გერმანიის ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „ჰამბურგი“ „ჰაიდენჰაიმს“ დაუპირისპირდა, თუმცა „ქართული დერბი“ ვერ შედგა, რადგან ბუდუ ზივზივაძეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და არ უთამაშია.

სამაგიეროდ, დისკვალიფიკაცია მოიხადა გიორგი გოჩოლეიშვილმა და შესანიშნავად დაბრუნდა. „ჰამბურგის“ ქართველმა მცველმა 85-ე წუთამდე ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მან მასპინძელთა ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა: 42-ე წუთზე ლუკა ვუშკოვიჩმა ანგარიში მას შემდეგ გახსნა, რაც გოჩოლეიშვილმა ჩააწოდა და მცველიდან ასხლეტილ ბურთს ხორვატმა მცველმა დაამატა. 59-ე წუთზე გოჩოლეიშვილს პრეასისტი ჰქონდა: მისი გადაცემით ფაბიო ვიეირამ გააგრძელა შეტევა და რაიან ფილიპმა გოლით დაასრულა - 2:0.

„ჰადენჰაიმმა“ 93-ე წუთზე ადამ კოლის გოლით შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ ეყო და მორიგი მარცხი განიცადა, ხოლო „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში 2018 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ჰამბურგი“ 4 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 28 სექტემბერს, „უნიონს“ ესტუმრება, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია და ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, ზივზივაძის გარეშე 27 სექტემბერს, „აუგსბურგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086969