ფეხბურთი

20:04 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კეინის ჰეთ-თრიქმა „ბაიერნს“ „ჰოფენჰაიმთან“ დიდი ანგარიშით მოაგებინა

გერმანულ ბუნდესლიგაში დღეს, 20 სექტემბერს, 5 მატჩი იმართება. ოთხი უკვე დასრულდა. აქედან სამი სტუმრებმა მოიგეს. გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ 2:1 დაამარცხა. ბუდუს დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. „მაინცმა“ სტუმრად სძლია „აუგსბურგს“ 1:4, „ფაიბურგმა“ კი ბრემენში 0:3 დაამარცხა „ვერდერი“.

ლიდერმა მიუნხენის „ბაიერნმა“ სტუმრად შანსი არ დაუტოვა „ჰოფენჰაიმს,“ - 1:4. სტუმართაგან ჰეთ-თრიქი მიითვალა ჰარი კეინმა. აქედან ორი ბურთი ინგლისელლმა პენალტებით გაიტანა. ახლა ჰარის ჯამში 8 გატანილი გოლი მოუგროვდა და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

„ბაიერნი“ კი 4 მატჩის შემდეგ, მაქსიმალური 12 ქულით პირველ ადგილზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-4 ტური. 20 სექტემბერი: ჰოფენჰაიმი - ბაიერნი 1:4, ჰამბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:1, ვერდერი - ფრაიბურგი 0:3, აუგსბურგი - მაინცი 1:4, ლაიფციგი - კიოლნი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089433