ესპანური პრიმერას მეხუთე ტურის მატჩი, მადრიდის „რეალსა“ და „ესპანიოლს“ შორის, დასრულდა. „რეალმა 2:0 გაიმარჯვა.
რეალ მადრიდის მცველმა ედერ მილიტაომ ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა. 47-ე წუთზე თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მასპინძელი გუნდის უპირატესობა გააორმაგა.
„ესპანიოლი“ 2025/26 წლების ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა ხუთი მატჩიდან 10 ქულით. „რეალ მადრიდი“ პირველია იმავე რაოდენობის მატჩიდან 15 ქულით.