დღეს, 20 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად 2:4 დაამარცხა „კოლხეთი.“
„გარეჯმა“ კი „გაგრას“ უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 უგებდა. გოლები გიორგი გოგოლაშვილმა და თორნიკე ძებნიაურმა (პენალტით) გაიტანეს. მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, მეორე ნახევარში სტუმარმა დავით გოცირიძემ დუბლი შეასრულა. საბოლოოდ - 2:2.
„გარეჯმა’ ზედიზედ მე-5 მატჩი ითამაშა ფრედ და 23 ქულით კვლავ მე-8 ადგილზე, გასავარდნ ზონაში რჩება. მიჯრით 4 გამარჯვების შემდეგ კი „გაგრამ“ პირველი ქულები დაკარგა და 33 ქულით მე-6 ადგილზეა.









