ჭიდაობა

22:34 | 20.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ორი ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა, მაგრამ დღე უმედლოდ დაასრულა.

ამირან შავაძემ გადამწყვეტი შეხვედრა ჩრდილოკორეელ სე უნ რისთან 0:9 დათმო და კვარცხლბეკზე ვერ ავიდა, ხოლო გიორგი მელიამ რეპეშაჟის შეხვედრის მოგების შემდეგ კირილ მასკევიჩთან განიცადა მარცხი (1:5) და გამოსვლა უმედლოდ დაასრულა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა, რომლებიც ვახტანგ ლოლუას (ოქრო) და გელა ბოლქვაძის (ვერცხლი) ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098926