იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში „ვერონასა“ და „იუვენტუსს“ შორის მატჩი 1:1 დასრულდა. „იუვენტუსმა“ წლევანდელ სეზონში პირველად დაკარგა ქულები.
ტურინელებმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნეს. პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჩიკო კონსეისაოს წყალობით. მასპინძელმა გუნდმა ანგარიში 44-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც ნიგერიელმა თავდამსხმელმა გიფტ ორბანმა პენალტი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სუატ სერდარმა ვერონას მეორე გოლი 68-ე წუთზე გაიტანა, თუმცა VAR-მა ის არ გაითვალისწინა.
ამ თამაშის შემდეგ, „იუვენტუსს“ 10 ქულა აქვს და სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზე ავიდა. „ვერონას“ ოთხი თამაშის შემდეგ სამი ქულა მოუგროვდა და მე-15 ადგილზეა.