ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ შორის მანკუნიანელებმა 2:1 მოიგეს. შეხვედრა მანჩესტერში, „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა.
მეხუთე წუთზე ლონდონელთა მეკარე რობერტ სანჩესმა წითელი ბარათი მიიღო. ბრუნუ ფერნანდეშმა ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა და „წითელი ეშმაკები“ დააწინაურა. ეს პორტუგალიელის „მანჩესტერის“ მაისურით გატანილი მე-100 გოლი გახდათ პრემიერლიგის მის მე-200 მატჩში.
კაზემირომ მასპინძელთა უპირატესობა 37-ე წუთზე გააორმაგა, ხოლო 45+5 წუთზე ორი ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს. ლონდონელების რიგებში ტრევო ჩალობამ 80-ე წუთზე გაიტანა გოლი.
ამ თამაშის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ცხრილში შვიდი ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ჩელსი“ რვა ქულით მეექვსეზე.
„ტოტენჰემი“ „ბრაიტონთან“ სტუმრად 0:2 აგებდა, მაგრამ გათანაბრება და ქულის გადარჩენა მოახერხა.
იანკუბა მინტემ მასპინძელი გუნდი მერვე წუთზე დააწინაურა, ხოლო იასინ აიარიმ 31-ე წუთზე გუნდის უპირატესობა გააორმაგა. რიშარლისონმა 43-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, ხოლო იან პოლ ვან ჰეკემ 82-ე წუთზე ავტოგოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.
ამ თამაშის შემდეგ, „ბრაიტონი“ პრემიერ ლიგის ცხრილში ხუთი ქულით მე-13 ადგილზეა. „ტოტენჰემი“ 10 ქულით მეორე ადგილზეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-5 ტური. 20 სექტემბერი: ლივერპული - ევერტონი 2:1, ბარნლი - ნოტინგემ ფორესტი 1:1, ბრაიტონი - ტოტენჰემი 2:2, ვესტ ჰემი - კრისტალ პალასი 1:2, ვულვერჰემპტონი - ლიდსი 1:3, მანჩესტერ იუნაიტედი - ჩელსი 2:1, ფულემი - ბრენტფორდი მოგვიანებით გაიმართება






