„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ „ოსასუნასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.
მან კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ბევრ გოლს გაიტანს, უბრალოდ დრო სჭირდება:
„თავდამსხმელებს ბრძოლას და შეტევის დასრულებას ვთხოვ. თუ მეტყოდნენ, რომ მიქაუტაძე პირველ გოლს თავით გაიტანდა სამი მცველის გარემოცვაში, რომელთა სიმაღლე 1.90 მეტრია, ვიტყოდი, რომ არა, ეს შეუძლებელია. მას სხვა მომენტებიც ჰქონდა, ბევრი რამ შექმნა. ვფიქრობ, ის ბევრ გოლს გაიტანს, მაგრამ დრო უნდა მივცეთ, შარშან მბაპესაც გაუჭირდა. მიხარია და მისით კმაყოფილი ვარ.
„ოსასუნას“ დამარცხება ძალიან ძნელია, ისინი დაცვაში სწრაფად ბრუნდებიან, ადვილი არაა მათ კარში გოლის გატანა. მაგალითად, „რეალმა“ ერთხელ გაუტანა, პენალტით“, - თქვა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი გუნდი ლა ლიგაში 10 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში „ვილიარეალი“ 23 სექტემბერს, „სევილიას“ ესტუმრება.