სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ისტორია

0:32 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„საკმარისი ხასიათი გამოვავლინეთ“ - სლოტი „ლივერპულის“ „ევერტონთან“ გამარჯვებაზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრემიერლიგის მეხუთე ტურში „ევერტონთან“ თავისი გუნდის გამარჯვების (2:1) შემდეგ კლუბის პრესსამსახურს აზრი გაუზიარა.

„დღეს, ალბათ, ოდნავ განსხვავებული მენტალიტეტი იყო საჭირო ბოლო რამდენიმე თამაშთან შედარებით. ვიცოდით, რამდენად რთული იქნებოდა ეს მატჩი, რომ აღარაფერი ვთქვათ მოსამზადებლად საკმარისი დროის არსებობაზე. მაგრამ როდესაც ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მესამე მატჩს თამაშობ, გესმის, რომ მეორე ტაიმი შეიძლება ძალიან რთული იყოს. სწორედ ამას ვცდილობდი შემადგენლობის არჩევისას, რათა მოთამაშეები მზად ყოფილიყვნენ, ეს ბოლო სამიდან ყველაზე ინტენსიური შეხვედრა იყო.

თქვენ ნახეთ, რამდენად კარგები ვართ, როდესაც ენერგია გვაქვს. პირველ 45 წუთში წარმოუდგენლები ვიყავით. მაგრამ მეორე ტაიმი ბევრად უფრო რთული იყო „ევერტონის“ თამაშის გამო, ჩვენ ენერია დაგვაკლდა, მაგრამ საკმარისი ხასიათი გამოვავლინეთ“, - უთხრა სლოტმა, „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს.

თეგებიარნე სლოტი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092386