იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში საბა გოგლიჩიძის "უდინეზე" საკუთარ მოედანზე "მილანთან" 0:3 დამარცხდა, ხოლო ქართველ მცველს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.
"მილანი" დიდ უპირატესობას ფლობდა და ძალიან ადვილად აჯობა მეტოქეს. პირველი ტაიმის ბოლოს კრისტიან პულიშიჩმა გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის სტარტზე მან ჯერ საგოლე პასი გაუკეთა იუსუფ ფოფანას, ხოლო შემდეგ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"მილანმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში "ნაპოლის" უმასპინძლებს.
"უდინეზე" სეზონში პირველად დამარცხდა და 7 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში "სასუოლოს" დაუპირისპირდება. საბა გოგლიჩიძის აქტივში მიმდინარე სეზონში ორი მატჩია, ორჯერვე მან შეცვლაზე ითამაშა.