„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ოსასუნასთან“ გოლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ შეიძლებოდა გოლების გატანა სხვაგვარად დაეწყო.
გიორგიმ ის იგულისხმა, რომ გოლი 69-ე წუთზე გაიტანა:
„პირველი გამარჯვება და პირველი გოლი. 69-ე... არ შეიძლებოდა სხვაგვარად დაწყებულიყო“ - დაწერა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მისი გუნდი ლა ლიგაში 10 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში „ვილიარეალი“ 23 სექტემბერს, „სევილიას“ ესტუმრება.