„სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ის მეექვსე ტურში „რეიმსი“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ტრავმის შემდეგ ზურიკო დავითაშვილი მოედანზე დაბრუნდა.
ქართველმა ბოლო 25 წუთი ითამაშა, ხოლო მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ის და მისი თანაგუნდელები შეაქო:
„ვფიქრობ, „სენტ ეტიენში“ გაგვიმართლა, რადგან ბევრი გავლენიანი მოთამაშე გვყავს: ლუკასი, ზურიკო, ირვინი, იგორი, ჯოშუა, ბენი, ნადირი. მათ შეუძლიათ გოლის გატანა სხვადასხვა პოზიციიდან ან ერთმანეთთან შეთავსებით. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ რამეებს კიდევ ვიხილავთ. მგონია, რომ ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში 14 ქულით ლიდერია, ხოლო ზურიკო დავითაშვილს ხუთ მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.