ფეხბურთი

13:14 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუდორი: "მსაჯმა ორი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, მსგავსი იშვიათია"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი „ვერონასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ძალიან გაბრაზებული იყო.

მან მსაჯი გააკრიტიკა და პრეტენზია ორ ეპიზოდზე ჰქონდა, რომლებიც პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა: ჯერ „იუვეს“ კარში დანიშნულ პენალტზე, როცა მსაჯმა ჟოაო მარიოს მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა, ხოლო ორი წუთის შემდეგ გიფტ ორბანმა ფედერიკო გატის სახეში ჩაარტყა, მაგრამ მსაჯმა მას მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

„იშვიათია, რომ 2025 წელს, VAR-ის გამოყენებით 100-0-ზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ერთის სასარგებლოდ. წლებია მსგავსი რამ არ მინახავს. პენალტი, რომელიც დაინიშნა, სამარცხვინოა, უბრალოდ არ არსებობს ეს პენალტი. მსაჯებს არ უთამაშიათ და არ იცნობენ ფეხბურთის დინამიკას. რაც შეეხება ორბანის უხეშობას, არ ვიცი რა ვთქვა, მსგავსი აშკარა წითელი ბარათი არ მინახავს. შესვენებაზე ამიხსნეს, რომ მან იდაყვი არ გამოიყენა, გამოდის, რომ მომდევნო ჯერზე შეგვიძლია მუშტიც გამოვიყენოთ“, - თქვა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ს ოთხ ტურში 10 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088508