ძიუდო

15:20 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული შედეგი: პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ქართულ სპორტში მორიგი ისტორია დაიწყერა. პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა ოქროს მედალი პირველად მოიპოვა. ქართველმა ფალავნებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვას და თურქეთის გუნდები დაამარცხეს, რითაც ტურნირი საზეიმოდ საქართველოს ჰიმნით დაიხურა. ვერცხლის მედალი საფრანგეთს, ხოლო ბრინჯაო მოლდოვას დარჩა. ჩემპიონები კი კუთვნილი ოქროს მედლებით საქართველოს პარასპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა რატი იონატამიშვილმა დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ინდივიდუალ ასპარეზობაშიც 9 მედალი მოიპოვა, რომელთაგანაც 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094945