„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი დიდი ალბათობით ინგლისის ლიგის თასზე შედგება.
ავტორიტეტული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე ინგლისურ გრანდში 23 სექტემბერს, ლიგის თასზე გასამართ შეხვედრაში ითამაშებს. „ლივერპული“ 1/16-ფინალში საკუთარ მოედანზე, „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება და მამარდაშვილიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.
გიორგი მამარდაშვილი „წითლებს“ ზაფხულში შეუერთდა და ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ოფიციალურ თამაშებში დებიუტი ჯერ არ შემდგარა. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.