ჩოგბურთი

15:57 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჩინეთის ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში, ჩენდუს ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო მუზეტისთან დამარცხდა, რომელიც რეიტინგის მეცხრე ნომერია. შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა, იტალიელმა კი ორ სეტში, 6:3, 6:3 გაიმარჯვა.

ამრიგად, ნიკოლოზმა გამოსვლა დაასრულა. ის ჩინეთის ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებით მოხვდა, ხოლო ძირითად ბადეში ორი გამარჯვებაც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091765