ფეხბურთი

16:29 | 21.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელი" - "პარი სენ-ჟერმენის" მატჩი გადაიდო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი „მარსელსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ინფორმაცია ლიგა 1-მა ოფიციალურად დაადასტურდა. მარსელში დღეს საღამოს, როდესაც თამაში იყო ჩანიშნული, ძლიერი ჭექა-ქუხილი და ქარია მოსალოდნელი, ამიტომაც, რეგიონის პერფექტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მატჩი გადაიდოს, რაც განპირობებულია ადამიანების უსაფრთხოებით.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება ეს შეხვედრა, თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ლიგა 1-ის ოთხ ტურში 12 ქულა აქვს მოპოვებული და პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089659